Tuesday 24 May 2011

მითოლოგია


ფაილი:Thor.jpg    მითოლოგია (ბერძნ. μυθολογία, μῦθος მითოს — ამბავი, გადმოცემა; λόγος ლოგოს — მოძღვრება) არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.

   ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც. მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, მათ აქვთ შეხვედრები, ორივესთვის დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა.


www.ka.wikipedia.org

რა არის მითი?


    რა არის მითი? ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე, მეცნიერებას ყველასათვის მისაღები პასუხი ჯერ არ მოუნახავს. მკვლევართა უმეტესობა ყველაზე მისაღებად ამგვარ დეფინიციას მიიჩნევს: ”მითი არის განსაკუთრებული (კოლექტიური) მნიშვნელობის მქონე ტრადიციული ამბავი” მასში საკმაოდ ღრმა აზრია ჩადებული. ტრადიციული ამბავი გულისხმობს იმას, რომ მითს არ ყავს კონკრეტული ავტორი. მას თავისი კოლექტიური შემოქმედების ნაყოფად აღიქვამს ის საზოგადოება, რომლისთვისაც მას განსაკუთრებული ”მნიშვნელობა” აქვს.




 
www.dlm1.meta.ua
      შესაბამისად ,აქ მოქმედებს ურთიერთ მიმართების ის პრინციპი,რომელიც მხატვრული ნაწარმოების შემთხვევაში გვაქვს: 1) გადამცემი (ანუ ნაწარმოების შემქმნელი ) 2) აუდიტორია (ანუ მისი მკითხველი ან მსმენელი) ე.ი. მითჳ ასებითად გადამცემს და მსმენელს აერთიანებს. (მაგრამ, როგორც ცნობილია ბერძნულმა მითოლოგიამ ჩვენამდე მოაღწია კონკრეტული ნაწარმოებების საშუალებით.
რადგან დავადგინეთ, რომ მითი ტრადიციული ამბავია, იბადება კითხვა: რა განსხვავებაა მითსა და ტრადიციული ამბის მეორე ტიპს ზღაპარს შორის? მათ ბევრი რამ აერთიანებთ, უპირველეს ყოვლისა როგორც მითი ასევე ზღაპარი ბუნებრივია. არ იგულისხმება ლიტერატურული, კონკრეტული ავტორის მიერ შექმნილი ზღაპრები განეკუთვნებიან ამბავთა, იმ ჯგუფს, რომელშიც გადამცემი და მიმღები გაერთიანებულია. შესაბამისად არც მითი, არც ზღაპარი საზოგადოებაში არაა დაკავშირებული კონკრეტულ ავტორებთნ, მაგრამ ამასთანანვე ბევრი ნიშანი განასხვავებს ერთმანეთისგან.
     მსოფლიოს ხუთსავე დასახელებულ კონტინენტზე მრავალ ხალხს ჰქონდა და აქვს თავისი მითი, იმის და მიხედვით თუ განვითარების რა დონეზე იმყოფება ესა თუ ის ხალხი, მათი მითები თავიანთი ხასიათითა და მოცულობით განსხვავდება ერთმანეთისგან. და მაინც მათ ისეთი საერთო ნიშანი აქვთ, რომელიც საშუალებებს იძლევა ისინი გავაერთიანოთ ადამიანური შემოქმედების ერთ მნიშვნელოვან, მითოლოგიად წოდებულ სფეროში.

   მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში. ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც.განვიხილოთ ბერძნული მითოლოგია:
ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლების მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკაპოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც.
        მითოლოგია თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება.



www.lemill.net
.

Monday 23 May 2011

რა არის მითოლოგია?


    მითოლოგია არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.


    ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც. მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, მათ აქვთ შეხვედრები, ორივესთვის დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა.


www.legendsandmiths.blogspot.com

მითები სამყაროს შექმნის შესახებ

        თითქმის ყველა კულტურაში უძველეს დროს ჩაისახა წარმოდგენები და მითები სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით, რათქმაუნდა ყველას აინტერესებდა საიდან გაჩნდა მიწა ცა, ცოცხალი არსებები და ადამიანი.

      სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, სამყაროს შექმნამდე იყო სიცარიელე, არსებობდა მხოლოდ ჩრდილოეთით მყარი ყინულის მთები სამხრეთით კი ცეცხლის ტბები, მათ შუა უზარმაზარი უფსკრული იყო – გინუნგაგალი.







ცაზე არ იყო მნათობები და სინათლე, არც რაიმე ცოცხალი არსებობდა. მრავალი წლის მანძილზე ცეცხლის ძლიერი ენები ნელ ნელა ადნობდნენ ყინულს. გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი იმირი, მას შემდეგ ყინულისგან წარმოიშვა გიგანტი ძროხა რომელიც მარილიან ყინულს ლოკავდა, იმირი კი მის რძეს სვამდა და უფრო დიდი იზრდებოდა. ყინულის მთებიდან კიდევ ორი ღმერთი გაჩნდა, ბური და მისი ცოლი, რომელთაც გაუჩნდათ სამი შვილი, ერთ-ერთი რომელსაც ერქვა ოდინი მოგვიანებით ყველა ღმერთთა მეფე გახდა.




იმირი სასტიკი და უგულო იყო, ამიტომაც დანარჩენმა ღმერთებმა მოკლეს იგი. იმირის უზარმაზარი სხეულისგან ჩამოყალიბდა ხმელეთი, მისი სისხლისგან ზღვა, ხორცისგან მიწა, ძვლებისგან მთები, მისი თმებისგან კი ხეები, ოდინმა და დანარჩენმა ღმერთებმა შექმნეს თაღოვანი ცა რომელიც ოთხ ბოძს ეჭირა. ოდინმა სამხრეთის ცეცხლისგან შექმნა მზე და ჩრდილოეთის ყინულისგან მთვარე, რომლებიც ცაზე დაკიდა, როდესაც ახალ სამყაროში მზე ანათებდა ყინული სრულად დადნა და მცენარეებმა დაიწყეს ზრდა, ხმელეთის ცენტრში აღმოცენდა უზარმაზარი ხე იგდრასილ, მისი ფესვები სამყაროს ფსკერს აღწევდა მისი კენწერო კი ცის უმაღლეს თაღს. ოდინს მოეწონა სამყარო და მას მიდგარდი (შუა მიწა) დაარქვა, თუმცა სამყაროს რაღაც მაინც აკლდა

ეს იყო ადამიანი. ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს ერქვა ასკი, ქალს – ემბლა, ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ. ადამიანთა და ღმერთთა სამყაროს საზღვარი (ბიფროსტი) ცისარტყელის ფორმით წარმოიდგინება.

                  მაიას მითოლოგიის მიხედვით:


სამყაროს შექმნამდე იყო ორი ღმერთი ტეპეუ შემოქმედი და გუკუმაც (იგივე კუკულკანი და აცკეტების – კეცალკოატლი) ფრთოსანი სული. სანამ სამყარო იყო უსახური და ბნელი ამ ბრწყინვალე ლურჯმა და მწვანე ღმერთებმა გადაწყვიტეს ერთად შეექმნათ მიწა და ცოცხალი არსებები, მათ ჩაიფიქრეს მთები და ველები, წყალი და ცა, და ყოველივე მყისვე წარმოიქმნა. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ცოცხალი არსებები რომლებიც მათსავე შექმნილ სამყაროს მიხედავდნენ და ქებით მოიხსენიებდნენ ყოველივეს შემქმნელებს, ამიტომ მათ შექმნეს: – ჩიტები, ირმები, პანტერები და თითქმის ყველა ცხოველი და ფრინველი, რომელიც არსებობს,
და როცა ეს ყოველივე შექმნეს ტეპეუმ და გუკუმაც უთხრეს ცხოველებს: ახლა ადიდეთ ჩვენი სახელი! მაგრამ ცხოველებმა მორთეს ღრიალი, ბღავილი, ყმუილი, ფრინველებმა ჟღურტული და ჩხავილი, მაშინ ტეპეუმ და გუკუმაც გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი არსება რომელიც შესძლებდა მათ დიდებას. პირველი ადამიანთა რასა ღმერთებმა სველი თიხისგან გააკეთეს და სიცოცხლე აჩუქეს მათ. პირველმა ადამიანებმა სცადეს მეტყველება მაგრამ თიხისგან გაკეთებულნი მალევე დაიბზარნენ და დაიფხვნენ. ღმერთებმა გადაწყვიტეს ადამიანი უფრო მტკიცე მასალისგან შეექმნათ, მეორე ადამიანთა რასა ხისგან შექმნეს, ისინი უფრო ძლიერნი გამოდგნენ, მათ შეეძლოთ სიარული, მეტყველება, გამრავლება და ა.შ. მაგრამ არ ქონდათ ჭკუა გონება, მეხსიერება, მათი სიტყვები ცარიელი და უაზრო იყო, მათ არ შეეძლოთ ღმერთების დიდება. მაშინ ტეპეუმ და გუკუმაც ადამიანებს გასანადგურებლად დიდი წარღვნა მოუვლინა, წარღვნისგან გადარჩენილთა განადგურება კი ცხოველებს უბრძანეს, თუმცა გარკვეული ნაწილი მაინც გადარჩა, ხეებზე ავიდნენ და მაიმუნებად იქცნენ, ღმერთებმა ისინი ცოცხლებად დატოვეს, როგორც მაგალითი ადამიანთა შემდეგი რასისთვის.
    ტეპეუ და გუკუმაც დიდ ხანს ფიქრობდნენ როგორ შეექმნათ მათთვის სასურველი არსება, არ სჩანდა შესაფერისი მასალა კაცთა შესაქმნელად. ბოლოს ცხოველებმა მიუტანეს ღმერთებს, თეთრი სიმინდი, რომელიც ხმელეთის შორეულ კიდეში იზრდებოდა, ღმერთებმა მარცვლეული დაფქვეს და მისი ცომისგან ოთხი ადამიანი გამოძერწეს. ახალი ადამიანი კარგი გამოვიდა, ისინი საკმარისად ძლიერნი იყვნენ, მათი გონება საზრიანი და მათი გრძნობები კი მდიდარი იყო. შექმნისთანავე ადამიანებმა ადიდეს შემქმნელი ღმერთები. კმაყოფილმა ღმერთებმა კითხეს ადამიანებს – რას ხედავთ? მათ უპასუხეს – ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, ხეებს კლდეებს მთებს, მთელს თქვენს შექმნილ სამყაროს კიდემდე, ყველა ცოცხალ არსებას, ჩვენ ვხედავთ და გვესმის ყველაფერი. თუმცა ღმერთები კმაყოფილნი იყვნენ, მაგრამ გადაწყვიტეს რომ ადამიანები ისე კარგად არ უნდა ხედავდნენ როგორც ჩვენ შეგვიძლიაო, ამიტომ მათ ადამიანთა ხედვა შეამცირეს და მათი შემეცნების უსაზღვროებაც შესუსტდა, თუმცა ადამიანთა რასა მის წინა რასებთან შედარებით მაინც გონიერი დარჩა და განაგრძო ღმერთების დიდება. ტეპეუმ და გუკუმაც მათ შექმნილ ოთხ კაცს თითო თითო ქალი გაუჩინა მეუღლედ, და სწორედ ამ რვა ადამიანისგან გამრავლდა და წარმოიშვა მთელი კაცობრიობა.

www.ucnauri.com

ჭკვიანი და უჭკუო მითოლოგიური გმირები