ჩემ შესახებ

მე ვარ თამთა გოგინავა. დავიბადე 1991 წლის 22 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში. ამჟამად  ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების  ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი.
    ჩემი ინეტერესის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია,მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. საბედნიერეოდ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მე ვამაყობ ყოველი მათგანით!!
       ძალიან მიყვარს ყველაფერი ძველი......და, რომ შემეძლოს აუცილებლად ვიცხოვრებდი შორეულ წარსულში.
    ვარ პუნქტუალური, ზოგჯერ ზედმეტადაც :)

   საშინლად მენატრება სკოლა:(( ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები სკოლას უკავშირდება!!! :)):))...!







ჩემი ყველაზე დიდი უარყოფითი თვისებაა ის, რომ ვარ ძალიან ჯიუტი და ძნელად ვაღიარებ შეცდომებს. ადვილად ვქმნი  კონფლიქტურ სიტუაციას!!! :)) ადვილად მეკარგება ადმიანებზე წარმოდგენა და ინტერესი, რაც, ვთვლი, რომ ძალიან ცუდია:((
  რაც შეეხება ჩემს ოცნებებს.....ყოველთვის მინდოდა გავმხდარიყავი არქეოლოგი :)....ალბათ არც ახლაა გვიან მაგრამ.........     მინდა გავეცნო მსოფლიოს უძველეს კულტურებს და ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო (როგორც ყველას:))!!!! ჩემი ოცნების ქვეყანაა ეგვიპტე და საბერძნეთი.
    მინდა ცხოვრებაში დასახულ მიზანს მივაღწიო, მაგრამ არა "მიზანი ამართლებს საშუალებას" პრინციპით:)) თუ  ცხოვრების მანძილზე შევძლებ გავაკეთო ისეთი რამ რითიც ბევრს დავამახსოვრდები, ეგ უკვე იმის ნიშნავს, რომ ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია!!!
   მისაბაძი ადამიანი ან იდეალი არ მყავს. არიან ადამიანები რომლებსაც ვაფასებ და პატივს ვცემ მაგრამ სულაც არ მინდა ვიყო ვინმეს მსგავსი :))) ერთადერთი რაშიც ყოველთვის ვბაძავდი სხვას ეს კალიგრაფია იყო და ესეც ცუდი შედეგის მომტანი აღმოჩნდა ჩემთვის:):):))
   ვერ ვიტან ადამიანებს რომლებსაც ბევრი სძინავთ და დიდხანს უყურებენ ტელევიზორს:)):))
 

 რაც შეეხება ბლოგს....

ჩემ მიერ არჩეული ბლოგის თემაა მითოლოგია. პირველ სემესტრში გავიარე სალექციო კურსი " გმირები,ღმერთები და ურჩხულები". თავდაპირველად ჩემი დაინტერესება გამოიწვია იაპონურმა მითოლოგიამ , რომელიც არც ისე ცნობილია საზოგადოებისთვის და ვიფიქრე, ძალიან კარგი იქნებოდა ამ კუთხით ცოდნის გაღრმავება. ამის შემდეგ მოვიძიე ინფორმაციები და გავეცანი სხვა ქვეყნების მითოლოგიასაც. ვფიქრობ,ეს თემა არც ისე უინტერესოა მითუმეტეს,რომ შევეცადე შემერჩია იმ ქვეყნის მითები და მითოლოგიური გმირები რომლიც უფრო საინტერესო იქნებოდა და ყურადღებასაც მიიქცევდა.
      მითოლოგია ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი საკითხია. მისი საშუალებით ვიგებთ ამა თუ იმ ქვეყნის წარმოდგენებზე, თქმულებებზე ღმერთებსა თუ დემონებზე. მითი რელიგიის განუყოფელი ნაწილიცაა. ის ასახავს ადამიანის წარმოდგენებს ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.
      ძალიან საინტერესო და განსაკუთრებულია ყოველი მითოლოგიური არსება თავისი არსით. ამ არსებების სწამდათ და მათ ეთაყვანებოდნენ.
   იმედია,ეს თემა მცირეოდენ ინტერესს მაინც გამოიწვევს და რაიმე ახალს გაიგებთ ამ ბლოგის საშუალებით....
      გისურვებთ წარმატებებს!!!!!!!