იაპონური მითოლოგია
ამატერასუ (იაპონ. 天照), ამატერასუ-ოომიკამი (天照大神 Amaterasu-ōmikami) ან ოოჰირუ-მენომუჩი-ნო-კამი (იაპონ. 大日孁貴神 hiru-menomuchi-no-kami) იაპონურ მითოლოგიაში მზის ქალღმერთი და, თითქმის, ყველაზე წმინდა შინტოისტური ღვთაებაა (神 კამი). მისი სახელი, ამატერასუ, ნიშნავს „ცის გამნათებელს“. მისი ტაძარი ისეშია.
კოჯიკის ტრადიციით, ამატერასუ სუსანოოსა, ზღვისა და ქარიშხლის კამის, და ცუკუიომის, მთვარის ღმერთის, დაა. სამივე შექმნა იძანაგიმ. ამატერასუ შეიქმნა, როცა იძანაგიმ ჩამოიბანა მისი მარცხენა თვალი, ცუკუჲომი დაიბადა მისი მარჯვენა თვალის დაბანისას და სუსანო'ო მისი ცხვირის დაბანისას.
ამბავი გვიამბობს ამატერასუსა და სუსანოოს შორის დიდ მეტოქეობაზე. როცა, იძანაგის ბრძანებისამებრ, სუსანოო ცას ტოვებდა, დასამშვიდობებლად დასთან მივიდა. ამატერასუმ, დაეჭვებულმა, შეთავაზა გამოწვევა: ორივე მათგანს რაიმე საგანი ადამიანად უნდა ექცია. ამატერასუმ შექმნა სამი ქალი სუსანოოს ხმლისგან, მან კი ხუთი კაცი მისი ყელსაბმისგან. ამატერასუმ თქვა, რომ კაცები მისი იყვნენ, რადგან მისი ყელსაბმისგან დამზადნენ. სუსანოომ გაანადგურა მისი ბრინჯის მინდვრები, და ბრაზისგან ერთი მისი მხევალი მოკლა. შეშინებული და გაბრაზებული ამატერასუ „ამა-ნო-ივატოში“, „ციური კლდის გამოქვაბულში“ დაიმალა, ასე რომ მზე დაიმალა და სამყარო დიდი ხნით დაბნელდა. ონები გამოვიდნენ ბნელ სამყაროში; კამებს არ შეეძლოთ ამატერასუს გამოქვაბულიდან გამოყვანა.
ბედნიერების ჭკვიანმა ქალღმერთმა ამე-ნო-უძუმემ აიღო პატარა ნავი, შესასვლელთან ამოაყირავა და მასზე ცეკვა დაიწყო. ამას ბევრი კამი ესწრებოდა, რომელთაც მხიარულად სიცილი დაიწყეს. ამატერასუმ მათი გაიგო და გასაგებად, თუ რატომ იცინოდნენ ღმერთები, გაიხედა. როცა გამოქვაბული გააღო, უძუმეს მიერ ხეზე მიყუდებულ სარკეში თავისი ანარეკლი დაინახა და ნელ-ნელა გამოვიდა გამოქვაბულიდან. ამ დროს, ღვთაება ამე-ნო-ტაჯიკარავომ მის უკან გამოქვაბული დაკეტა, რომ შიგ ვეღარ შესულიყო. ამატერასუ გაჰყვა სხვა ღმერთებს და ქვეყანაზე მზის შუქი დაბრუნდა, სუსანოო კი ციდან სამუდამოდ განდევნით დაისაჯა.
www.ka.wikipedia.org
იძანაგი (იაპონ. イザナギ, კოძიკის მიხედვით - 伊弉諾; ნიჰონ შოკის მიხედვით - 伊邪那岐; ასევე იწერება - 伊弉諾尊) არის ერთ-ერთი მთავარი კამი სინტოიზმში. კოძიკის მიხედვით მისი სახელი ითარგმნება — „კაცი, რომელიც იწვევს (პატიჟებს)“ ან იძანაგი-ნო-მიკოტო; ასევე იკითხება — იძანაგი-ნო-ოოკამი.
მის ცოლ და უმცროს დასთან, იძანამისთან ერთად, ბევრი კუნძული, კამი და იაპონელთა წინაპარი შექმნა. როცა მშობიარობისას იძანამი გარდაიცვალა, იძანაგიმ სცადა მისი იომიდან (მიწისქვეშეთი) ამოყვანა (უშედეგოდ). დაბრუნებულმა დაიწყო იომის ჭუჭყის ჩამობანვა, მისი მარცხენა თვალიდან გაჩნდა მზის ქალღმერთი ამატერასუ, მთვარის ღმერთი ცუკუიომი მარჯვენა თვალიდან და ქარიშხალთა ღმერთი — სუსანოო ცხვირიდან.
www.ka.wikipedia.org
ონი (იაპ: 鬼)– ბოროტი არსება იაპონურ მითოლოგიაში. აღწერილნი არიან დიდ გოლიათის მსგავს ჰუმანოიდებად. ხშირად, არიან რქიანები და, როგორც წესი, ატარებენ იაგუარის ტყავის ტრუსებს; არიან ძალიან მამაკაცურები.
www.ka.wikipedia.org
ამე-ნო-უძუმე-ნო-მიკოტო (იაპ: 天宇受売命) არის განთიადის, ბედნიერებისა და სიხარულის შინტოისტური კამი, ქალღმერთი. ცნობილია მზის ქალღმერთ ამატერასუს ისტორიაში მთავარი როლით.
ამატერასუს ძმამ, ქარიშხლის ღმერთმა სუსანოომ, შებღალა მისი წმინდა შენობები და მოკლა ერთ-ერთი ქალწული, რადგან მის ნდობაზე უარი თქვა. ამატერასუს მისი რისხვის იმდენად შეეშინდა, რომ გამოქვაბულ ამე-ნო-ივატოში (იაპ: 天の岩戸) დაიმალა. სამყარო უმზისშუქოდ ჩაბნელდა. ონები გამოვიდნენ ბნელ სამყაროში; ღმერთებს არ შეეძლოთ ამატერასუს გამოქვაბულიდან გამოყვანა.
ჭკვიანმა უძუმემ აიღო პატარა ნავი, გამოქვაბულის შესასვლელთან ამოაყირავა და მასზე დაიწყო ცეკვა. სხვა კამებიც უყურებდნენ და იფიქრეს, იმდენად სასაცილო იყო, რომ მხიარულად სიცილი დაიწყეს. ამატერასუმ გაიგო ხმები და გარეთ გამოიხედა სანახავად, თუ რატომ იცინოდნენ. როდესაც გამოქვაბული გააღო, უძუმეს მიერ ხეზე დადებულ სარკეში მისი მშვენიერი ანარეკლი დაინახა და ნელა გამოვიდა გამოქვაბულიდან. ამ დროს, კამი ამე-ნო-ტაჯიკარავომ (იაპ: 天手力男命) მის უკან გამოქვაბული დაკეტა და ამატერასუს უკან შესვლა აღარ შეეძლო. სხვა კამიმ შესასვლელს ჯადოსნური თოკი შემოავლო. ამე-ნო-კოჲანემ (იაპ: 天児屋根命) მზის ქალღმერთს თხოვა სხვა კამებს გაყოლოდა. ისიც დათანხმდა და დედამიწაზე კვლავ დაბრუნდა სინათლე.
უძუმეს დღესაც ცემენ თაყვანს. ამე-ნო-უძუმე ნიშნავს დიდ დამთანხმებელს.
www.ka.wikipedia.org
იოკაი (妖怪? "მოჩვენება", "სული", ან "დემონი") — ობაკეს კლასი, ქმნილებები იაპონურ ფოლკლორში (მრავალი ჩინური წარმოშობის) ბოროტი ონით დაწყებული ეშმაკი კიცუნეთი ან თოვლის ქალი იუკი-ონათი დამთავრებული. ზოგიერთ მათგანს ნაწილობრივ ცხოველის და ნაწილობრივ ადამიანის თვისებები აქვთ (მაგ. კაპა და ტენგუ). იოკაის ზოგადად სპირიტუალური ან ზებუნებრივი ძალა გააჩნიათ, შესაბამისად მათი ადამიანებთან შეხვედრა საშიშროებას წარმოადგენს. იოკაის ასევე სხვადასხვა მოტივები და მიზნები ამოძრავებთ ადამიანთა მიმართ, რომელთა უმრავლესობა ხშირად სრულიად ამოუცნობია.
ზოგიერთი იოკაი სრულიად არიდებს თავს ადამიანებს; ისინი ძირითადად განმარტოებულ ადგილებში სახლობენ ადამიანთა დასახლებებიდან შორს. სხვა იოკაი საცხოვრებლად ადამიანებთან სიახლოვეს ირჩევს მათდამი უჩვეულო მიზიდულობის გამო; შესაძლოა მათ ადამიანთა სახლების სითბო იზიდავს, ან ზეთი (ნავთი), რომელსაც ადამიანები მათი ცეცხლისთვის ინახავენ. იოკაის ტრადიციულად ცეცხლს უკავშირებენ, ასევე ჩრდილოაღმოსავლეთის მიმართულებას და ზაფხულს, როცა სულების სამყარო ადამიანთა მოდგმასთან უფრო ახლოვდება. იოკაისა და ობაკეს ხშირად გამოსახავენ ერთდროულად როგორც იუმორისტულ ისე საზარელ სამოსში.
მანგას ოსტატმა შიგერუ მიძუკის იოკაის მრავალი სახეობის პოპულარიზაცია მოახდინა 1960-იან წლებში (ცალთვალა იოკაი სუპერგმირი გე გეგე ნო კიტარო).
www.ka.wikipedia.org
კამი (იაპ: 神) – იაპონური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს სულებს, ბუნების ძალებს ან რაიმე შინტოისტურ არსებას. კამი ხშირად ღმერთად ან ღვთაებადაც ითარგმნება, მაგრამ იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტერმინის ასეთმა თარგმნამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს.[1]
რაღაც მხრივ, მაგალითად კამები იძანაგი-ნო-მიკოტო და იძანამი-ნო-მიკოტო, არიან ბერძნულ-რომაული ღმერთების მსგავსები. კამი შეიძლება უბრალოდ სულსაც ნიშნავდეს; იწერება კანჯი 神-ით.
ეს სიტყვა არ აღნიშნავს იმქვეყნიურ სულიერ არსებებს, კამები არიან ჩვენს სამყაროში და არა ზემოთ. ზოგი ადამიანიც, მაგ. იმპერატორი ჯიმმუც შეიძლება იყოს კამი.[2] რადგანაც იაპონური არ განარჩევს მხოლობით და მრავლობით რიცხვს, ზოგჯერ გაუგებარია კამი აღნიშნავს ერთ თუ რამდენიმე არსებას.
www.ka.wikipedia.org
Subscribe to:
Posts (Atom)