ინკების მითოლოგია

     ინკების ცივილიზაცია – თავისი ძლიერების მწვერვალს ინკებმა XVI საუკუნის დასაწყისში მიაღწიეს, როცა მათ შექმნეს უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა ერთ მლნ. კმ²-ს და აერთიანებდა თანამედროვე პერუს, ეკვადორის, ბოლივიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიებს, ხოლო იმპერიის ცენტრი მდებარეობდა ანდების, ჰიმალაის მთების შემდეგ სიმაღლით მსოფლიოში მეორე მთიანეთის ფერდობზე. ინკები თავიანთ სამფლობელოს ტაუანტინსუიუს უწოდებდნენ – რაც კეჩუას ენაზე "სამყაროს ოთხ გაერთიანებულ მხარეს" ნიშნავდა. ინკების მფლობელობაში მყოფ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა 9 მლნ ადამიანი, რომლებიც 100-მდე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ. მხოლოდ თავიანთი ნებისყოფისა და მახვილი ჭკუის წყალობით, ინკებმა უმოკლეს დროში შეძლეს მაღალგანვითარებული კოლუმბამდელი ცივილიზაციის შექმნა ისე, რომ არ იცოდნენ ბორბლიანი ტრანსპორტი და ანბანური დამწერლობა. ეს უზარმაზარი იმპერია, რომელსაც მართავდნენ დიდი მპყრობელები-მეომრები, რომელთაგან თითოეული თავის თავს საპა ინკას, ანუ "ერთადერთ, განუმეორებელ, უნიკალურ ინკას" უწოდებდა, ესპანელთა რაზმმა, რომელიც სულ 200-მდე კაცისგან შედგებოდა, უმოკლეს ვადაში დაიპყრო.

www.ka.dofollow.be.






    ინკების მითოლოგია უამრავ ისეთ ამბავსა და ლეგენდას შეიცავს, რომელიც გვეხმარება ავხსნათ ინკების რელიგიური მრწამსი. კათოლიკე მისიონერმა მღვდლებმა, რომლებიც ინკების მიწაზე ფრანსისკო პისაროს მიერ მათი იმპერიის დაპყრობის შემდეგ გამოჩნდნენ, ინკების კულტურის ჩანაწერები თითქმის მთლიანად დაწვეს. ამჟამად არსებული თეორიის თანახმად, რომელიც წამოაყენა მეცნიერმა გარი არტონმა, ინკების დამწერლობის სისტემას წარმოადგენდა კიპუ, რომელსაც უზარმაზარი ინფორმაციის შენახვა შეეძლო. დღესდღეობით ინკებზე არსებული ყველა ინფორმაცია ეყრდნობა კათოლიკე მღვდლების ჩანაწერებს, რომლებიც საკუთარი  თვალებით ხედავდნენ .


 www.ka.wikipedia.org

 მათ წეს-ჩვეულებებს ან მათ ტაძრებსა და არქიტექტურულ ძეგლებზე გამოსახული ნახატები ეუბნებოდნენ ბევრ რამეს ამის შესახებ. უამრავმა მითმა და ლეგენდამ კი დღემდე მოაღწია გადარჩენილ ინკებში.
ძირითადი მითები [რედაქტირება]

    განსაკუთრებით ბევრი, ერთმანეთში არეული ლეგენდა არებობს მანკო კაპაკის, ინკების დინასტიის დამაარსებლის შესახებ, განსაკუთრებით რაც შეეხება მის დაბადებას და კუსკოს სამეფოს დაარსებას. ერთი ლეგენდის მიხედვით, ის იყო ღმერთ ვირაკოჩას ძე, მეორე ლეგენდის თანახმად, იგი იყო მზის ღმერთ ინტის ვაჟი, რომელიც იშვა ტიტიკაკას ტბის სიღრმეში.

    ასევე უამრავი მითი არსებობს მანკო კაპაკის ინკების მმართველობაში მოსვლის შესახებ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, მანკო კაპაკი და მისს ძმა პაჩა კამაკი იყვნენ მზის ღმერთ ინტის შვილები. ამავე მითს თუ დავუჯერებთ, მანკო კაპაკი და მისი და-ძმები მზის ღმერთმა შემდეგნაირად მოავლინა დედამიწაზე: ერთ დღეს, ისინი პაკარიტამბოს გამოქვაბულიდან ოქროს კვერთხებით (ინკა იუარი) ხელში მოევლინნენ სამყაროს. მათ მითითებული ჰქონდათ, რომ აეშენებინათ მზის ღმერთის ტაძარი იქ, სადაც კვერთხი ჩაერჭობოდა მიწაში. მიწისქვეშა გამოქვაბულებით, ისინი გაემგზავრნენ კუსკოში, სადაც ააშენეს თავიანთი მამის, ინტის ტაძარი.

     მეორე ვერსიის თანახმად, მანკო კაპაკი და მისი ძმები იშვნენ ტიტიკაკას წყლის სიღრმეებში. ერთი მითის მიხედვით, მანკო კაპაკი იყო ღმერთ ვირაკოჩას ძე. ის და მისი და-ძმები (აიარ ანკა, აიარ კაში, აიარ უჩუ, მამა ოკლო, მამა უაკო, მამა რაუა), ცხოვრობდნენ კუსკოსთან ახლოს, პაკარი-ტამპუში და ისინი მოგზაურობისას თავიანთ გარშემო იკრებდნენ სხვადასხვა ტომის ხალხს. ერთხელაც, მათ გადაწყვიტეს კუსკოს ხეობის ხალხების დაპყრობა. ამ ლეგენდის თანახმადაც, მანკო კაპაკს ჰქონდა ოქროს კვერთხი, რომელიც მამამისმა უბოძა. ეჭვიანობის ნიადაგზე, მანკო კაპაკმა მოღალატურად დახოცა უფროსი ძმები და გახდა კუსკოს ერთადერთი მმართველი
ღმერთები [რედაქტირება]

    რომაელების მსგავსად, ინკები დაპყრობილ ხალხებს არ აიძულებდნენ საკუთარი რელიგიის უარყოფას. სწორედ ამიტომაა, რომ ინკების იმპერიაში არაერთი ღმერთის კულტი იყო გავრცელებული.
   აპო ან აპუ - მთების ღმერთი. ყველა მნიშვნელოვან მთებს ყავდა თავისი აპუ.
   აპოკატეკილი - ელვის ღმერთი.
   კატეკილი – ჭექა-ქუხილის ღმერთი
   ჩასკა – განთიადისა და მწუხრის ქალღმერთი. ის ითვლებოდა ქალწული გოგონების მფარველად.
 ჩასკა კოილური – ყვავილების, მოზარდი ქალწულებისა და სექსის ქალღმერთი. 
 მამა კუკა – ჯანმრთელობისა და ბედნიერების ქალღმერთი.
 კოპაკატი – ტბების ქალღმერთი
ეკეკო – ოჯახის კერიისა და სიმდიდრის ღმერთი
ლაპა – ამინდის ძალზედ პოპულარული ღმერთი. მისი დღესასწაული იყო 25 ივლისი.
ინტი – მზის ღმერთი. ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაება ინკების იმპერიაში. იგი ითვლებოდა სინათლის წყაროდ და ხალხის დამცველად.
კონი – წვიმისა და სამხრეთის ქარის ღმერთი. მზის ღმერთ ინტის ძე.
მამა ალპა – ნაყოფიერების ქალღმერთი.
მამა კოჩა – ზღვისა და თევზაობის ქალღმერთი. იცავდა მეთევზეებს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მან ვირაკოჩასგან იშვილა ინტი.
  მამა პაჩა – მიწისძვრის ქალღმერთი.
  მამა კუილა – მთვარის ქალღმერთი. ვირაკოჩას ასული და ინტის ცოლი. მანკო კაპაკის დედა.
  მამა ზარა – მარცვლეულის ქალღმერთი.
  პირიაკაკა – ინკებამდელი ცივილიზაციების წყლის ღმერთი, რომელიც შემდეგ ინკებმაც გააღმერთეს.
  პირიკაკა – ღმერთი, რომელიც წყალდიდობას უგზავნიდა ადამიანებს, თუკი მას სათანადო პატივს არ მიაგებდნენ.
  ურკაგუარი – ლითონების, ძვირფასეულობისა და სხვა მიწისქვეშა წიაღისეულის ღმერთი.
  ურკუჩილაი – ცხოველთა მფარველი ღმერთი.
  ვირაკოჩა – ყველაფრის ღმერთი. თავდაპირველად ის იყო ინკების მთავარი ღვთაება, მაგრამ საპა ინკა პაჩაკუტიმ, ვირაკოჩას კულტი შეცვალა მზის ღმერთ ინტის კულტით.

www.ka.wikipedia.org/



  

  ვირაკოჩა - ყველაფრის საერთო ღმერთი ინკების მითოლოგიაში. თავდაპირველად ის იყო ინკების მთავარი ღვთაება, მაგრამ საპა ინკა პაჩაკუტიმ,ინკების უძლეველმა იმპერატორმა, ვირაკოჩას კულტი შეცვალა მზის ღმერთ ინტის კულტით, რომელიც საკმაოდ სწრაფად გავრცელდა მთელს იმპერიაში.


www.ka.wikipedia.org








    ინტი - მზის ღმერთი ინკების მითოლოგიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაება მთელს ინკების იმპერიაში. იგი ითვლებოდა სინათლის წყაროდ და ხალხის დამცველად.მთავარ ღვთაებად ის იმპერატორმა პაჩაკუტიმ გამოაცხადა და ინტიმ ჩაანაცვლა ანალოგიური ღმერთი ვირაკოჩა.


www.ka.wikipedia.org






   პირიაკაკა - წყლის ღმერთი ინკების მითოლოგიაში. პარიაკაკა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა ინკებისგან. იგი წყალდიდობას უგზავნიდა ადამიანებს, თუკი მას სათანადო პატივს არ მიაგებდნენ.


www.ka.wikipedia.org